გინდა გადაიღო შენი საავტორო ფილმი? 2026 წლის სექტემბრიდან „შუქი პროდაქშენი" გაძლევს შანსს, ნულიდან შექმნა შენი კინო — იდეიდან ეკრანამდე.
MYM არ არის უბრალოდ კინოსარეჟისორო კურსი. ეს არის რეალური კინოპროდუქცია, რომელსაც თავად ქმნი.
პროგრამის განმავლობაში გაივლი შენი ფილმის შექმნის ყველა ეტაპს:
- იდეის განვითარება და სცენარის შექმნა
- პრეპროდუქცია (მოსამზადებელი ეტაპი)
- გადაღების პროცესი
- მონტაჟი
- პოსტპროდაქშენი
რას გთავაზობს MYM?
- ლექციები და მასტერკლასები ქართული კინოინდუსტრიის ყველა დეპარტამენტის წამყვანი პროფესიონალებისგან
- სრული ტექნიკური მხარდაჭერა გადაღების პროცესში (ლოკაცია, რეკვიზიტი, კოსტიუმი, გრიმი, კვება და სხვა)
- წვდომა თანამედროვე, პროფესიონალურ კინოაპარატურაზე (კინოკამერა ARRI ALEXA, განათება, ხმის ჩამწერი სისტემა, Playback და სხვა)
- 1000 ლარიანი დაფინანსება თითოეული პროექტისთვის (მსახიობები და სხვა წარმოებითი ხარჯები)
ჯგუფის ხელმძღვანელები იქნებიან რეჟისორები — დიტო ცინცაძე და გიორგი თავართქილაძე.
რა შესაძლებლობები იხსნება შენთვის?
- იღებ საკუთარ საავტორო ფილმს.
- საუკეთესო ნამუშევრები გაიგზავნება საერთაშორისო კინოფესტივალებზე, რაც გაძლევს რეალურ შანსს, შენი ფილმი ფართო აუდიტორიამ ნახოს.
ჩვენი გუნდი
- რეჟისორი — დიტო ცინცაძე
- რეჟისორი — გიორგი თავართქილაძე
- რეჟისორი — მარინა კულუმბეგაშვილი
- სცენარისტი — ქეთი დევდარიანი
- სცენარისტი — ნიკოლოზ მდივანი
- ოპერატორი — არჩილ ახვლედიანი
- ოპერატორი — გელა ჩინჩალაძე
- ოპერატორი — იმედა თეთრაძე
- ხმის რეჟისორი — არჩილ ბურჭულაძე
- ხმის რეჟისორი — ივანე გვარაძე
- კინო მხატვარი — თეო ბარამიძე
- კინო მხატვარი — კოტე ჯაფარიძე
- კოსტიუმების მხატვარი — თიკო კვინიკაძე
- გამნათებელი — თენგო კასრაძე
- პროდიუსერი — ვოვა კაჭარავა
- ლაინ პროდიუსერი — დალი ნარიმანიძე
- ფოკუსი — გივიკო თუხარელი
- გრიმი — ანუკა მურვანიძე
- რეკვიზიტი — გია გოგორიკიძე
- მონტაჟის რეჟისორი — ლევან კუხაშვილი
- მონტაჟი, ფერის კორექცია — ნოდარ ნოზაძე
- მონტაჟი, ფერის კორექცია — შიო ხიდაშელი
- მონტაჟი, რილსები — მიხეილ დევდარიანი
- „კლაპი" — ნიკოლოზ ღოღობერიძე
მასტერკლასები
მსახიობის ოსტატობა, კინომუსიკა, დოკუმენტური კინო, დრამატურგია, კინოს ისტორია, ზოგადი ლიტერატურა და სხვა.
კურსზე მიღების მთავარი კრიტერიუმი
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის (10–30 წუთი) იდეა 1–2 გვერდიანი სინოფსისის სახით. წარმოდგენილი იდეა საბოლოოდ გახდება ის პროექტი, რომელსაც კურსის ფარგლებში სტუდენტი განავითარებს პროფესიონალების მხარდაჭერით და გადაიღებს საავტორო ფილმს.
კურსის კონსერვატორიული მოდელი — 11-თვიანი პროგრამა „იდეიდან ეკრანამდე"
პროგრამა ეფუძნება დასავლური წამყვანი კინოსკოლების (New York Film Academy, Prague Film Institute, European Film College) Conservatory Style პრაქტიკულ მოდელს. მთავარი პრინციპია „Learning by Doing" — სტუდენტები უშუალოდ ერთვებიან კინოწარმოების ყველა ეტაპზე, რეალურ კინოსტუდიურ გარემოში.
სტუდენტური ნაკადი იყოფა ორ შემოქმედებით სახელოსნოდ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დიტო ცინცაძე და გიორგი თავართქილაძე.
კურსის 5-ფაზიანი არქიტექტურა
- ფაზა I — შესავალი (14.09.26–24.10.26): შესავალი კინოენაში, კინოწარმოების ყველა რგოლის გაცნობა.
- ფაზა II — სცენარი (26.10.26–19.12.26): იდეის სტრუქტურირება, ამბის თხრობა, ინტენსიური მუშაობა სცენარისტებთან.
- ფაზა III — პრეპროდუქცია და ქასთინგი (21.12.26–13.02.27): სცენარის სივრცესა და მოქმედებაში გადატანა, Production Book, Pitching.
- ფაზა IV — გადაღება (15.02.27–15.05.27): ინტენსიური პრაქტიკა მოედანზე, Crew Rotation, ყოველკვირეული Dailies.
- ფაზა V — პოსტ-პროდაქშენი (17.05.27–07.08.27): მონტაჟი, ხმა, ფერის კორექცია, მუსიკა, გრაფიკა.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
- დამოუკიდებლად გადაღებული, სრულფასოვანი მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმი პროფესიული სტანდარტებით.
- გამოცდილება გადამღები ჯგუფის სხვადასხვა პოზიციაზე და პროფესიული კავშირები.
- შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდის მართვის კრიტიკული უნარი.
- სრული ინდუსტრიული ციკლის გავლა — მზადყოფნა პროფესიული კინობაზრისთვის.
სწავლის ეთიკური პირობები
- სტუდენტი ვალდებულია პატივი სცეს ყველა ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და მრავალფეროვნებას.
- დაუშვებელია დისკრიმინაციული, სიძულვილის წამახალისებელი ან ძალადობისკენ მოწოდების შემცველი ნამუშევრების წარმოდგენა კრიტიკული ან მხატვრული კონტექსტის გარეშე.
- სტუდენტი ვალდებულია დაიცვას აკადემიური ეთიკის ნორმები, პლაგიატის აკრძალვა და საავტორო უფლებების პატივისცემა.
- გადაღებების დროს უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა უსაფრთხოება და ინფორმირებული თანხმობა.
- დაუშვებელია შევიწროება, ბულინგი ან ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქცევა სასწავლო გარემოში.
კურსის დეტალები
ხანგრძლივობა
11 თვე (სექტემბერი 2026 — აგვისტო 2027)
ღირებულება
18,000 ლარი (თვეში 1,500 ₾)
რეგისტრაცია იწყება
8 აგვისტოდან