შუქის ასანთებად, დააჭირე ღილაკს!

შუქი მოვიდა

ისწავლე, ითამაშე, გადაიღე

ჩვენ შესახებ

კინოსკოლა

შუქი პროდაქშენი

შუქი პროდაქშენი ეძღვნება კინოხელოვნების განვითარებას და დემოკრატიზაციას საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად ახალი თაობის კინო ხელოვანებისთვის.

ჩვენი მისია კინოგანათლების მნიშვნელობის გაზრდა და ცოდნის გავრცელებაა. ეს გულისხმობს ხელმისაწვდომი პრაქტიკული სწავლების შეთავაზებას და კინოწარმოების განვითარებას კრეატიულობის, თანამშრომლობისა და ავთენტურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

30+ სტუდენტი
20+ ლექტორი
2 კურსი
13 კვირა სწავლა

რას ვაკეთებთ

შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა

თითოეულ სტუდენტში ინდივიდუალური ხედვისა და მთხრობელობის თავდაჯერებულობის განვითარება, სინათლისა და კინოს ენის გამოყენებით.

პრაქტიკული კინემატოგრაფიული განათლება

ინდივიდუალურ პროექტებზე დაფუძნებული ტრენინგები კინემატოგრაფიაში, მონტაჟში, რეჟისურასა და კინო-წარმოებაში.

ერთიანი შემოქმედებითი საზოგადოების შექმნა

თანამშრომლობითი სივრცის ხელშეწყობა, სადაც სტუდენტები და მენტორები ერთად განავითარებენ შემოქმედებით ეკოსისტემას.

დამოუკიდებელი კინოს ხელშეწყობა

რეჟისორების ინსპირაცია, რათა გააცოცხლონ ავთენტური ისტორიები, რომლებიც ფესვგადგმულია მათ კულტურაში, გარემოსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაში.

მეტი წვდომა რესურსებზე

ხელმისაწვდომი, ან დაფინანსებული სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზება ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის.

რას გთავაზობთ

კინოსამსახიობო კურსი

„პორტფოლიო"

კინოსარეჟისორო კურსი

„გადაიღე საავტორო ფილმი"

ვინ ვართ ჩვენ

გუნდის წევრები

სტუდენტის რეგისტრაცია

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
15 ლუბლიანას ქუჩა, თბილისი
ტელეფონი:
+995 511175317
ელფოსტა:
info@shuqi.ge
გამოგვყევით:

კინოსამსახიობო კურსი

„პორტფოლიო"

ნიუ ვიჟენი და შუქი პროდაქშენი წარმოგიდგენთ კინოსამსახიობო კურსს „პორტფოლიო"

ითამაშე მთავარი გმირი და
გადაიღე სცენა შენი პორტფოლიოსთვის

ეს არის უპრეცენდენტო შესაძლებლობა როგორც მსახიობებისთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ძალების კამერის წინ მოსინჯვა.

„პორტფოლიო"-ზე მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია კანდიდატის ელემენტარული სამსახიობო უნარების და მეტყველების შემოწმება. გასაუბრება მოიცავს წინასწარ მომზადებული ტექსტის (მოთხრობა, ლექსი, ნაწყვეტი პიესიდან ან სხვა) წაკითხვას და მის შეფასებას.

რას გთავაზობთ კურსის ფარგლებში:

  • კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ინდივიდუალურ მენტორინგსა და მასტერკლასებს, რომელიც დაგეხმარებათ კინოსამსახიობო უნარების განვითარებასა და თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში.
  • მასტერკლასებს კინოსა და თეატრის წამყვან მსახიობებთან.
  • პროფესიონალი ფოტოგრაფის ინდივიდუალურ ფოტოსესიებს.
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნას.
  • ცნობილი კინორეჟისორების ხელმძღვანელობით, რომელიმე პოპულარული ან თქვენთვის სასურველი პერსონაჟის სცენის (ეპიზოდის) მომზადებას, ერთ ან ორ პარტნიორთან ერთად.
  • მომზადებული სცენის კინოფორმატით გადაღებას და ფოტოებთან ერთად თქვენ პორტფოლიოში განთავსებას.
  • თქვენი პორტფოლიოს ნიუ ვიჟენისა და შუქი პროდაქშენის ვებგვერდებზე ატვირთვას, ასევე მის გაზიარებას ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებსა და ქასთინგ-მენეჯერებთან.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

  • სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კინოსამსახიობო უნარების განვითარებითა და კამერის წინ მუშაობის პროფესიონალურ დონეზე შესწავლით.
  • მსახიობებისთვის და მათთვის, ვისაც სურს კინოგადაღების პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გაღრმავება.
  • დამწყები და მოქმედი მსახიობებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალური პორტფოლიო.
  • მათთვის, ვისაც სჭირდება მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალა კარიერული წინსვლისა და პროფესიული წარმოჩენისთვის.

ჩვენი გუნდის წევრები:

  • რეჟისორები - გიორგი თავართქილაძე და ალეკო ცაბაძე
  • მსახიობი - ვახტანგ ჩაჩანიძე
  • სცენარისტი - ნიკოლოზ მდივანი
  • ოპერატორი - გელა ჩინჩალაძე
  • კამერა - იმედა თეთრაძე
  • ხმის რეჟისორი - ივანე გვარაძე
  • კინო-მხატვარი - თეო ბარამიძე
  • მონტაჟი - ლევან კუხაშვილი
  • ფერის კორექცია - შიო ხიდაშელი

რას მიიღებთ შედეგად, პროექტის დასრულების შემდეგ:

  • შეძლებთ კამერის წინ პროფესიონალურად მუშაობას.
  • გექნებათ კინოფორმატით გადაღებული სცენა პორტფოლიოსთვის ორ ან სამ პარტნიორთან ერთად.
  • თქვენი კონკრეტული ვიდეოეპიზოდები ცალკე ამოიჭრება და დამუშავდება პორტფოლიოსთვის.
  • პორტფოლიოს ფარგლებში მიიღებთ პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ მაღალხარისხიან პერსონალურ ფოტოებს.
  • დაეუფლებით კინოქასთინგებში მონაწილეობის ძირითად პრინციპებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებს.
  • გაეცნობით კინოგადაღების პროცესში ჩართული ძირითადი პროფესიების სპეციფიკას.
  • ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი პორტფოლიო განთავსდება შუქი პროდაქშენისა და ნიუ ვიჟენის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
  • სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიოს ადგილობრივ ქასთინგ-მენეჯერებს და საერთაშორისო სააგენტოებს გავუზიარებთ.

პროექტი ხორციელდება „ნიუ ვიჟენის" უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროექტის ხანგრძლივობა — 13 კვირა.

დღე/საათი: სამშაბათი, ხუთშაბათი 20:00 – 22:00 საათი, შაბათი - 15:00 – 18:00 საათი

  • იჩქარეთ, რეგისტრაცია კინოსამსახიობო კურსზე „პორტფოლიო" დაიწყო!
  • ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტაციის ბოლო ვადა: 07.03.2026
  • გასაუბრებები: 16.03.2026 – 20.03.2026
  • სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 24.03.2026 - 26.06.2026
  • ნამუშევრების ჩვენება, პორტფოლიოებისა და სერტიფიკატების გადაცემა: 04.07.2026

პროექტის დეტალები

ხანგრძლივობა 13 კვირა
ღირებულება (განვადება შესაძლებელია) 2900 ლარი
ტელეფონი +995 511175317
ელფოსტა info@shuqi.ge
მისამართი თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 15

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

შეავსეთ განაცხადის ფორმა